1. ენდი მარეი (ბრიტანეთი). პირველი ბრიტანელი რეიტინგის სათავეში და რიგით მე-17 პირველი ჩოგანი ჩოგბურთის ისტორიაში. ენდიმ გააგრძელა "დიდი ოთხეულის" ჰეგემონია ATP-ის კლასიფიკაციაში.
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი). ზედიზედ მეექვსედ დაასრულა წელი მინიმუმ მეორე ადგილზე და ზედიზედ მეცხრედ - პირველ სამეულში.
3. მილოშ რაონიჩი (კანადა). სერიოზული გარღვევა ჰქონდა შარშანდელთან შედარებით - მეთოთხმეტე ადგილიდან მესამემდე. ადრე, ასეთი პროგრესით დაიკვეხნიდა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც 2007 წელს, მე-16 ადგილიდან მესამემდე ავიდა.
4. სტენ ვავრინკა (შვეიცარია). ზედიზედ
5. კეი ნიშიკორი (იაპონია). ზედიზედ მეორე წელია, იაპონელი წლის შედეგების მიხედვით ტოპ-ხუთეულშია.
6. მარინ ჩილიჩი (ხორვატია). დაამყარა პერსონალური რეკორდი და შეძლო მისი შენარჩუნება წლის ბოლომდე. საუკეთესო ხორვატი რეიტინგში ივან ლუბიჩიჩის (2006 წელს მე-5 ნომერი) შემდეგ.
7. გაელ მონფილსი (საფრანგეთი). პირველად კარიერაში წელი დაასრულა ათ საუკეთესოში და გახდა მეცხრე ფრანგი ისტორიაში, ვინც ეს გააკეთა.
8. დომინიკ ტიმი (ავსტრია). ლონდონის "ჩელსის" 23 წლის ფანი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, ვინც წელი პირველ ათეულში დაასრულა. ის პირველი ავსტრიელია ტომას მუსტერის (1997) შემდეგ, ასეთი მაღალი პოზიციით კლასიფიკაციაში.
9. რაფაელ ნადალი (ესპანეთი). ზედიზედ მე-12 წელია, რაფა სეზონს ასრულებს პირველ ათეულში და ხდება ექვსიდან ერთ-ერთი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც 12 წელიწადია ათეულში ინარჩუნებს ადგილს.
10. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი). ზედიზედ მეშვიდე წელია, სეზონს ტოპ-ათეულში დაასრულებს.
საინტერესო ფაქტები
- ყველაზე დიდი წარმომადგენლობა TOP100-ში საფრანგეთს ჰყავს - 12 ჩოგბურთელი. მეორე ადგილზეა ესპანეთი - 10 მოთამაშით, აქედან ცხრა შედის TOP50-ში.- ნოვაკ ჯოკოვიჩი შეუერთდა ჯიმი კონორსს, ივან ლენდლსა და როჯერ ფედერერს, რომლებიც პირველ სამეულში ზედიზედ 10 წელი ინარჩუნებდნენ ადგილს.
- TOP15-ის ექვსმა ჩოგბურთელმა დაასრულა სეზონი კარიერაში თავისი საუკეთესო მაჩვენებლით: ენდი მარეი (1), მილოშ რაონიჩი (3), მარინ ჩილიჩი (6), დავიდ გოფენი (11), ნიკ კირგიოსი (13), ლუკ პუიე (15).
- ხუან-მარტინ დელ პოტრომ სრულიად სამართლიანად მიიღო "წლის დაბრუნების" პრიზი - ბოლო 12 თვეში, არგენტინელმა 581-ე ადგილიდან 38-მდე აინაცვლა.
- გერმანელი ალექსანდრ ზვერევი პირველი თინეიჯერია ბოლო 10 წელიწადში, რომელმაც სეზონი TOP25-ში დაასრულა. 2006 წელს, ენდი მარეი მე-17 იყო, ჯოკოვიჩი - მე-16.
- 37 წლის ივო კარლოვიჩმა კარიერაში პირველად დაასრულა წელი მე-20 საფეხურზე და ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა TOP20-ში კენ როზუოლის (1977) შემდეგ. მაშინ, 43 წლის ავსტრალიელი მე-12 ნომერი იყო.
- ენდი და ჯეიმი მარეები - პირველი ბრიტანელები არიან, რომლებმაც რეიტინგის პირველი ადგილები მოიპოვეს, შესაბამისად, ერთეულთა და წყვილთა თანრიგში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"