ენდი მარეი - მესამედ საუკეთესო!

AutoSharing Option
ტელეკომპანია BBC-მ ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და გამოავლინა გამარჯვებული მთავარ ნომინაციაში - წლის სპორტული პიროვნება. ყველაზე მეტი ხმა დააგროვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ. სწორედ ის გახდა BBC-ის ვერსიით ბრიტანეთის საუკეთესო სპორტსმენი.

შოტლანდიელის შედეგი აღმოჩნდა - 247 ათასი ქულა. ეს ორჯერ მეტია მისი უახლოესი კონკურენტის, ტრიატლონისტ ალისტერ ბროუნლის მონაგარზე. მესამე ადგილი დაიკავა ცხენოსანმა ნიკ სკელტონმა. 58 წლის ჟოკეიმ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა კონკურში. ეს იყო სკელტონის კარიერაში ზაფხულის მეშვიდე თამაშები.

ენდი მარეი პირველი სპორტსმენია ისტორიაში, ვინც მესამედ მოიგო BBC-ის პრემია.
2016 წელს, მან გაიმარჯვა რიოს ოლიმპიადასა და უიმბლდონზე, აგრეთვე გახდა მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი.

BBC-ის გამოკითხვაში მეცხრე ადგილი დაიკავა "ლესტერის" ფეხბურთელმა ჯეიმი ვარდიმ, ხოლო "რეალის" ვარსკვლავი გარეტ ბეილი მე-12 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული