ეკატერინე გორგოძე ანკარის ტურნირის წყვილების ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა

AutoSharing Option
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველიც ჩაება.

პირველი ორთაბრძოლები ორივემ მოიგო, გუშინ კი სოფიო შაფათავა დამარცხდა (7:6, 4:6, 4:6) მეორე ნომრად განთესილ ელზა კოსტოვასთან (ბულგარეთი), რომელთანაც აქამდე ორი შეხვედრა ჰქონდა წაგებული.

ეკატერინე გორგოძემ ასპარეზობის რეიტინგფავორიტ არინა საბალენკას (ბელორუსი) სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია და პაექრობა ორ სეტში დათმო - 1:6, 1:6.

სამაგიეროდ, ჩვენებური წყვილებში გავიდა ნახევ
არფინალში, ოღონდ უბრძოლველად, რადგან გორგოძესა და ალონა ფომინას (უკრაინა) მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი მასპინძლები - მელის სეზერი და იპეკ სოილუ არ გამოუცხადნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული