ხუან მარტინ დელ პოტრომ მესისაც გაუსწრო

AutoSharing Option
28 წლის ხუან მარტინ დელ პოტრო კარიერაში მეორედ გახდა არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი.

ცერემონია გუშინ გაიმართა ბუენოს აირესში. "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაგრამ მთავარ ნომინაციაში - "წლის სპორტსმენი" მესის დელ პოტრომ აჯობა. გამოკითხვაში ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ხუან მარტინ დელ პოტრო 2009 წელსაც დაასახელეს არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენად. მესის ეს პრემია მხოლოდ ერთხელ - 2011 წელს აქვს მიღებული.

ცოტა ხნის წინ, დელ პოტრომ მიიღო ATP-ის პრიზი - "წლის დაბრუნება". არგენტინელმა რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნოემბერში
კი არსებობის ისტორიაში პირველად მოაგებინა დევისის თასი არგენტინის ნაკრებს.

სხვათა შორის, არგენტინელი დარწმუნებული არ არის, რომ 2017 წელს, "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე ითამაშებს.

"უნდა ავკრიფო ოპტიმალური ფორმა იმისთვის, რომ ის მთელი სეზონის განმავლობაში შევინარჩინო. მელბურნში ტურნირი უკვე ძალიან მალე იწყება და არ ვიცი, ვარ თუ არა მისთვის მზად 100 პროცენტით. მინდა ზუსტად განვსაზღვრო პრიორიტეტები, რადგან თუ ჩოგბურთი ორი წელი მელოდა, მაშინ ავსტრალიასაც შეუძლია ამდენი ხანი მელოდოს", - განაცხადა არგენტინელმა.
ავსტრალიის ღია პირველობა 16 იანვარს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული