გუშინ, სერენა ოკლენდის ტურნირში ჩაება. მისი პირველი მეტოქე იყო ფრანგი ვეტერანი პოლინ პარმენტიე. "დიდი სლემის ტურნირების 22-გზის ჩემპიონს ჰქონდა კრიტიკული მომენტები. მაგალითად, პირველ სეტში 1:3 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტის შუაში პარმენტიეს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ამერიკელმა ეს საფრთხეც მოიგერია და საათსა და 15 წუთში გაიმარჯვა
"ეს იყო ჩემი პირველი მატჩი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, კარგად ვითამაშე", - განაცხადა უილიამსმა მატჩის შემდეგ. სერენას შემდეგი მეტოქე იქნება მისი თანამემამულე მედისონ ბრენგლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"