უშეცდომო მხოლოდ სტივ გერდა იყო

AutoSharing Option
ბოლო ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორი ოქროს მოგების შემდეგ, 8 აგვისტოს ცუდი დღე ჰქონდა ბრიტანეთის ცხენოსანთა ნაკრებს.

ამ გუნდმა ორი დღის წინ კონკურის გუნდურ ასპარეზობაში გაიმარჯვა და მისი წევრები ინდივიდუალური პირველობის ოქროზეც აცხადებდნენ პრეტენზიას, მაგრამ პირველი წრის შემდეგ ლიდერებმა - სკოტ ბრაშმა და ნიკ სკელტონმა დისტანციის გავლისას თითო ბარიერი ჩამოაგდეს და ამან მათ მედლების მოპოვების შანსი მოუსპო.

გუშინ ყველაზე კარგად შვეიცარიელი სტივ გერდა გამოვიდა, რომელმაც უშეცდომოდ გაიარა ყველა ბარიერი და თან დროც ყველაზე ნაკლები დახარჯა.

ოქროს მედალი სწორედ მას ერგო.
არადა, აქამდე გერდა დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიდა - 30 წლის ცხენოსანი მხოლოდ პეკინის გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოთი იწონებდა თავს.

უფრო საინტერესო ბრძოლა მეორე ადგილისთვის იყო, რომელსაც ჰოლანდიელი გერკო შრიოდერი და ირლანდიელი კიან ო'კონორი იყოფდნენ. ამიტომაც მათ შორის დამატებითი რაუნდი გაიმართა და ირლანდიელმა გამოსვლის ბოლოს შეცდომა დაუშვა, რის გამოც ბრინჯაოთი დაკმაყოფილება მოუწია.

კიან ო'კონორი საინტერესო ბიოგრაფიის მქონე სპორტსმენია. ის 2004 წელს ათენის თამაშებზე გამოდიოდა.

მაშინ ოლიმპიურ პროგრამაში პირველად შეიტანეს ინდივიდუალური კონკური და ირლანდიელი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თუმცა მოგვიანებით ოქროს მედალი ჩამოართვეს იმის გამო, რომ მისმა ცხენმა დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა.

ოლიმპიადის ცხენოსნობის ტურნირი 9 აგვისტოს ცხენის გაწვრთნაში ინდივიდუალური შეჯიბრით დასრულდება.

კონკური

ინდივიდუალური.
1. სტივ გერდა (შვეიც)
2. გერკო შრიოდერი (ჰოლ)
3. კიან ო'კონორი (ირლ)
4. ქამალ ბაჰამდანი (ს. არა)
5. ალბერტო მიჩანი (მექ)
5. სკოტ ბრაში (ბრიტ)
5. ნიკ სკელტონი (ბრიტ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული