მაიკლ ოუენი ჟოკეი გახდება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ფეხბურთიდან წასული ცნობილი ინგლისელი ფორვარდი მაიკლ ოუენი სპორტის დატოვებას არ აპირებს.

ცნობილია, რომ ოუენი დოღის დიდი მოყვარულია და ჩეშირის საგრაფოში თავლას ფლობს, სადაც ასზე მეტ ცხენს უვლიან. ახლა კი ირკვევა, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ჟოკეობა განუზრახავს.

ოუენმა აღიარა: "სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რომელიმე საქველმოქმედო დოღში".

თუმცა ინგლისში ბევრს ჰგონია, რომ მაიკლი მხოლოდ ამაზე არ შეჩერდება და უფრო სერიოზულად მოჰკიდებს ამ საქმეს ხელს.

მას ამაში სიმაღლეც უწყობს ხელს. ოუენი 172 სანტიმეტრია. შედარებისთვის, ლეგენდარული ჟოკეი ფრენკი დეტორი 162 სანტიმეტრია, კირონ
ფალონი
- 160 სანტიმეტრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიკლ ოუენი - ვარსკვლავბიჭუნა ფეხბურთიდან მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული