გათამაშდა მედლების ოთხი კომპლექტი და ორ დისციპლინაში ბრიტანელმა მამაკაცებმა იმარჯვეს. 100 მეტრზე ბრასში სრულიად კანოზომიერი იყო ადამ პიტის გამარჯვება. მან ეს დისტანცია 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიგო, ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა 2016 წლის ოლიმპიადაზე, უნგრეთის დედაქალაქში კი მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა ნახევარფინალში (57.75). პიტმა ეს დრო ფინალში გააუმჯობესა (57.47), სადაც უახლოეს კონკურენტს თითქმის წამნახევარი (!) აჯობა.
რაც შეეხება ბრიტანელთა
* * *
ქალების ორ ფინალში ძალიან იოლი იყო გამარჯებულის პროგნოზირება. 100 მეტრზე ბატერფლაიში კარიერაში მეოთხედ მოიგო ოქრო შვედმა სარა სოსტრიომმა, სულ კი მას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცხრა მედალი დაუგროვდა. სკანდინავიელს 100 მეტრზე ბატერფლაიში მსოფლიოს რეკორდიც ეკუთვნის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიცაა.
დღის ბოლო ფინალში ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც გაიხარეს. 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა უნგრელმა კატინკ ჰოსუმ. ის ახლა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია. შეგახსენებთ, რომ ჰოსუ რიოს შარშანდელი ოლიმპიადის ერთ-ერთი გმირი იყო - სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მოპოვება შეძლო.
მეორე დღის შედეგები:
კაცები
50 მ. ბატერფლაი
1. ბენ პრაუდი (ბრიტ) - 22,75
2. ნიკოლას სანტუში (ბრა) - 22,79
3. ანდრეი გოვოროვი (უკრ) - 22,84
100 მ. ბრასი
1. ადამ პიტი (ბრიტ) - 57,47
2. კევინ კორდსი (აშშ) - 58,79
3. კირილ პრიგოდა (რუს) - 59,05
ქალები
100 მ. ბატერფლაი
1. სარა სოსტრიომი (შვედ) - 55,53
2. ემა მაკეონი (ავსტრა) - 56,18
3. კელსი უორელი (აშშ) - 56,37
200 მ. კომპლექსური
1. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 2.07,00
2. იუი ოჰასი (იაპ) - 2.07,91
3. მედისონ კოქსი (აშშ) - 2.09,71
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"