ფელპსის ახალი რეკორდი

AutoSharing Option

14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი ახალი რეკორდის მფლობელი გახდა. ამ დღეებში ლეგენდარული მოცურავე ამერიკის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას და უკვე ოქროს ერთი მედლის მოგებაც მოასწრო. ეს იყო მაიკლის 49-ე (!) ტიტული ეროვნულ ჩემპიონატში, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ.

ფელპსმა ბატერფლაით 200 მეტრი წუთსა და 45,61 წამში გაცურა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ოქროს მედლის მისაღებად. ამით მაიკლმა გააუმჯობესა ტრეისი კოლკინსის რეკორდი, რომელსაც აშშ-ის ჩემპიონატზე 48 ტიტული ჰქონდა მოგებული.
თავად ფელპსმა განაცხადა, რომ ეს რეკორდი ნაკლებად აინტერესებდა. მისთვის მთავარი იყო ნაჩვენები დრო, გუშინდელმა შედეგმა კი

ლეგენდარული სპორტსმენი არ დააკმაყოფილა.

"საშინელებაა, - განაცხადა ამერიკელმა. - თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ".
ფელპსი ამერიკის ჩემპიონატზე კიდევ სამ დისტანციას გაცურავს.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული