მაიკლ ფელპსი თანდათან გვემშვიდობება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა განაცხადა, რომ აღარასოდეს მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატში. 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონის სიტყვებით, კვირას შანხაიში დასრულებულ პირველობაზე 4X100 მეტრზე კომპლექსური ესტაფეტა მისი ბოლო სტარტი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ამერიკელი კარიერის დამთავრებას 2012 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ აპირებს. 26 წლის ფელპსმა ეს ინფორმაცია "ტვიტერის" სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

ის ესტაფეტა ამერიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფელპსი მესამე ეტაპზე ბატეფლაით ცურავდა. გარდა ამისა, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე მან ოქროს მედლები მოიგო 100 და 200 მეტრზე ბატერფლაიში და 4ხ200 მეტრზე თავისუფალი სტილით
ესტაფეტაში.

კარიერის განმავლობაში ფელპსს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოგებული აქვს 26 ოქრო, ექვსი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ოლიმპიადაზე მისი მონაგარი 14 ოქროს გარდა, ბრინჯაოს ორ მედალს მოიცავს.

ამასობაში, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ შანხაიში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს არც ერთი დადებითი შედეგის დოპინგ-სინჯი არ დაფიქსირებულა. სულ ანტისადოპინგო სამსახურებმა 400 სინჯი აიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული