დედის გაკვალული ბილიკებით

AutoSharing Option
საბერძნეთში დამთავრდა 1995-1997 წლებში დაბადებულ სინქრონულად მოცურავეთა ხმელთაშუა ზღვის თასის ღია გათამაშება, რომელშიც ესპანეთის, კანადის, თურქეთის, ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინის, იტალიის, ეგვიპტის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და... საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დიახ, ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდა 14 წლის ქრისტინა ბოჭორიშვილი, რომელიც მშობლებთან ერთად ამჟამად სალონიკიში ცხოვრობს და `ირაკლისის~ სასპორტო კლუბში ვარჯიშობს. ქრისტინამ სოლოში წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ფინალში გავიდა, სადაც 144,42 ქულით მერვე ადგილი დაიკავა, საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ქრისტინა მაკუშენკო (რუსეთი, 159, 25), 2. ჟაკლინ
სიმონო (კანადა, 158,51), 3. ევანგელია კოუტიდი (საბერძნეთი, 157,74).

ქრისტინას დედა _ ნინო ლომოური-ბოჭორიშვილი ჯგუფურ ვარჯიშში სინქრონულად მოცურავეთა საქართველოს იმ ნაკრების (ნინო მაისურაძე, იანა ალავიძე, ტატიანა გუტიაკულოვა, ნინო გელაშვილი, ლელა მამიაური, ნინო ლომოური) წევრი გახლდათ, რომელმაც 1986 წელს თბილისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 1987 წელს II ადგილი დაიკავა.

შვილი დედის გზას განაგრძობს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული