რუსთავმა ცურვის ტურნირს უმასპინძლა

AutoSharing Option
2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, 1999-2002 წლებში დაბადებული მოცურავე გოგო-ბიჭები იასპარეზებენ.

შეჯიბრებისთვის კონკურენტუნარიანი სპორტსმენების მოსამზადებლად ზრუნვა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მესვეურებმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს, როცა ამ ასაკის მოზარდებისთვის შესარჩევი ტურნირი გამართეს.

ამ უქმეებზე კი რუსთავში მათთვის პირველი ოფიციალური ტურნირი ჩატარდა. საპრიზო ადგილებისთვის პაექრობაში მასპინძლებთან ერთად თბილისის, გორის, აჭარის, ჭორვილას, საჩხერის, ჭიათურისა და ლანჩხუთის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პერიფერიებისა და მოცურავეთა რაოდენობაც ნათლად მიუთითებს, რომ ცურვისადმი ინტერესი რეგიონებშიც თანდათან იზრდება და სპორტის ეს სახეობაც მეტ ყურადღებას
ითხოვს. 10-12 წლის გოგო-ბიჭების სადებიუტო შეჯიბრების შედეგებს იმ მიზნითაც ვაქვეყნებთ, რომ რუსთავში ნაჩვენები დრო გვინდა მოზარდებისთვის ათვლის წერტილად იქცეს და სისტემატურად გააუმჯობესონ ისინი.

ამ მხრივ თანატოლებს კარგი მაგალითი მისცეს ირაკლი კვარაცხელიამ, ილია პაპიძემ და გივი დუდაშვილმა. მათ წლევანდელ მაჩვენებლებში შარშანდელთან შედარებით აშკარა პროგრესი იგრძნობა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირინა მინჟულინამ გვითხრა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელები და მწვრთნელები ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ქულათა ცხრილის გამოყენებით ნორჩი მოცურავეებისთვის შექმნიან სარეიტინგო სისტემას. ამასთანავე, რუსთავში ნაჩვენები შედეგებით შეირჩევა 2 საუკეთესო გოგონა და 6 ბიჭი, რომლებიც 11 აპრილს ოდესის საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

კვარცხლბეკი

გოგონები. ბატერფლაი. 100 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 1.27,22), 2. მარიამ იმნაძე ("ტონუსი", 1.27,23), 3. ლიკა ჩიხორია (რუსთავი, 1.50,75). 200 მ. 1. ლიკა ჩიხორია (რუსთავი, 4.12,48), 2. ნათია იაგანაშვილი (რუსთავი, 4.57,89). გულაღმა ცურვა. 100მ. 1. ნათია მაჭავარიანი (ჭორვილა, 1.37,96), 2. ხატია ივანაშვილი (ჭორვილა, 1.45,84), 3. თათული ლეგაშვილი ("ტონუსი", 1.47,28). 200 მ. 1. ნათია მაჭავარიანი (ჭორვილა, 3.28,75), 2. ხატია ივანაშვილი (ჭორვილა, 3.46,58), 3. ლიზი ჯაფარიძე (რუსთავი, 3.52,22). ბრასი. 100 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 1.35,32), 2. ქეთევან გაგნიძე (საჩხერე, 1.40,47), 3. თეონა ომიაძე (რუსთავი, 1.52,06). 200 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 3.20,84), 2. ქეთევან გაგნიძე (საჩხერე, 3.52,03), 3. თეონა ომიაძე (რუსთავი, 3.52,40). თავისუფალი ყაიდა. 100 მ. 1. მარიამ იმნაძე ("ტონუსი", 1.13,68), 2. ელენე ბერაია (სპორტტაიმი, 1.16,41), 3. მერი მუმლაძე ("ტონუსი", 1.16,56). 200 მ. 1. ელენე ბერაია (სპორტტაიმი, 2.56,93), 2. ნანა დემეტრაშვილი (ჭორვილა, 3.45,81). კომპლექსური ცურვა. 200 მ. 1. მარიამ იმნაძე ("ტონუსი", 2.55,42), 2. მერი მუმლაძე ("ტონუსი", 3.07,06), 3. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 3.09,22). კომბინირებული ამანათცურვა. 4X100 მ. 1. "ტონუსი" (6.26,19), 2. რუსთავი (6,42,06).

ვაჟები. ბატერფლაი. 100 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი", 1.12,14), 2. გივი დუდაშვილი (გორი, 1.13,80), 3. ვლადიმერ პერლეცკი (გორი, 1.17,10). 200 მ. 1. გივი დუდაშვილი (გორი, 2.48,85), 2. ლუკა პატარაია (რუსთავი, 3.05,90), 3. უჩა წერეთელი ("ოლიმპიკი", 3.11,10). გულაღმა ცურვა. 100 მ. 1. გია მაჭავარიანი (საჩხერე, 1.26,33), 2. უჩა წერეთელი ("ოლიმპიკი", 1.26,75), 3. ნიკა კაციტაძე (საჩხერე, 1.27,47). 200 მ. 1. გია მაჭავარიანი (საჩხერე, 3.04,62), 2. ნიკა კაციტაძე (საჩხერე, 3.08,53), 3. ნოდარ ქინიძე (რუსთავი, 3.24,34). ბრასი. 100 მ. 1. ილია პაპიძე ("ლაგუნა ვერე", 1.20,57), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე, 1.29,77), 3. ლევან ბერელიძე ("ნეპტუნი", 1.33,59). 200 მ. 1. ილია პაპიძე ("ლაგუნა ვერე", 2.55,60), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე, 3.12,75), 3. ლევან ბერელიძე ("ნეპტუნი", 3.22,31). თავისუფალი ყაიდა. 100 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი", 1.04,65), 2. გივი დუდაშვილი (გორი, 1.05,79), 3. საბა მდივანი ("ტონუსი", 1.08,78). 200 მ. 1. გივი დუდაშვილი (გორი, 2.30,45), 2. ვახტანგ ბლუაშვილი ("ტონუსი", 2.34,88), 3. გივი ხოშტარია ("ტონუსი", 2.53,22). კომპლექსური ცურვა. 200 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი", 2.37,75), 2. საბა მდივანი ("ტონუსი", 2.51,17), 3. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი, 2.53,03). კომბინირებული ამანათცურვა. 4X100 მ. 1. "ტონუსი" (5.30,00), 2. საჩხერე (5.47,40), 3. რუსთავი (6.14,02).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული