მაიკლ ფელპსმა შვიდი დისციპლინა შეარჩია

AutoSharing Option
25 ივნისს იწყება ცურვაში ამერიკის ჩემპიონატი, რომელშიც ქვეყნის ყველა წამყვანი მოცურავე მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ტურნირის შედეგების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს ოლიმპიური ნაკრები, რომელიც ლონდონის თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

გაირკვა, რომ 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული მაიკლ ფელპსი შვიდ დისციპლინაში აპირებს ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას. რაც შეეხება მაიკლის მთავარ კონკურენტს - რაიან ლოხტეს, ამერიკის ჩემპიონატზე ის 11 (!) სახეობაში მოსინჯავს ძალებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოხტემ ლონდონშიც ამდენივე დისციპლინაში სცადოს ბედი.

სულ ფელპსსა და ლოხტეს ექვსი საერთო დისციპლინა აქვთ არჩეული: 200 და 400 მეტრი
კომპლექსური, 100 და 200 მეტრი თავისუფალი, 200 მეტრი გულაღმა და 100 მეტრი ბატერფლაი. ამ სახეობების გარდა, ფელპსი აპირებს 200 მეტრი ბატერფლაის გაცურვას.

შეგახსენებთ, რომ მაიკლმა ათენის ოლიმპიადაზე ექვსი ოქრო მოიგო, პეკინში - რვა. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მას თეორიულად შეუძლია ოთხი წლის წინანდელი შედეგის გამეორება. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ფელპსი ლონდონში სამ ესტაფეტაშიც მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, მაიკლს ათი მედლის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა ჯერ წარმატებით უნდა გაიაროს შესარჩევი ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ფელპსი დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს.

ქალებს შორის ხუთ-ხუთი დისციპლინა აირჩიეს ამომავალმა ვარსკვლავმა მელისა ფრანკლინმა და სახელგანთქმულმა ნატალი კაფლინმა. 45 წლის დარა ტორესი შეეცდება თავის მეექვსე ოლიმპიადაზე მხოლოდ 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიპოვოს საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული