ავსტრალიელებმა 400 მეტრზე ცურვაში ოლიმპიური რეკორდი დაამყარეს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრებმა ქალთა თავისუფალი სტილით ცურვაში 400 მეტრ დისტანციაზე მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. ალისია კუტსი, კეიტ კემპბელი, ბრიტანი ემესლი და მელანი შლანგერი, ფავორიტ ჰოლანდიაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, რომელმაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა და მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატი მოიგო.

აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში პირველი ოლიმპიური მედალი თინეიჯერმა მისი ფრანკლინმა მოიპოვა, ნატალი კოლგენისთვის კი ეს ჯილდო 12-ე აღმოჩნდა. ამან კი მოცურავეს ამერიკელთათვის უმაღლესი ოლიმპიური მიღწევის გამეორების საშუალება მისცა.

1. ავსტრალია (კოუტსი, კემპბელი, ემესლი, შლანგერი) - 3.33.15 (ოლიმპიური რეკორდი)
2. ჰოლანდია - 3.33.79
3. აშშ -
3.343.24
4. ჩინეთი - 3.36. 75
5. დიდი ბრიტანეთი - 3.37.02
6. დანია - 3.37.45
7. იაპონია - 3.37.96
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული