ამ მოცურავემ 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიპოვა. ლეონარდის სიტყვებით, შივენის შედეგი "დაუჯერებელი" და "საგანგაშოა".
ამერიკელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩინელის გამოსვლა "ცუდ მოგონებებს" იწვევს ირლანდიელ მოცურავე მიშელ სმიტზე, რომელმაც 1996 წლის თამაშებზე სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო, 1998 წელს კი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო სტეროიდების გამოყენებისთვის.
თავისი ტრიუმფალური გამოსვლის დროს ჩინელმა
"ჩვენი სპორტის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა "დაუჯერებელ" შედეგებს ვხედავთ, მოგვიანებით ირკვევა, რომ საქმეში დოპინგი იყო ჩარეული". ლეონარდმა ისიც დაამატა, რომ იე შივენი "სუპერქალივით" გამოიყურება. მწვრთნელის თქმით, როცა რომელიმე მოცურავე "სუპერქალს" მოგაგონებთ, მოგვიანებით ეს დოპინგის მიღებით აიხსნება.
ლეონარდმა ისიც შეგვახსენა, რომ ადრე ჩინურ სპორტში არაერთხელ გვინახავს დოპინგ-სკანდალები. მწვრთნელმა უარი თქვა იე შივენის და მაიკლ ფელპსის შედარებაზე, რომელმაც თავისი პირველი რეკორდი 15 წლის ასაკში დაამყარა. ფელპსი, ჩინელისგან განსხვავებით, ყოველ წელს უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებდა.
თავად იე შივენმა გამარჯვების შემდეგ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ჩინეთის ნაკრები მკაცრ ანტისადოპინგო პოლიტიკას მისდევს და დოპინგს იქ არავინ იღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"