ამერიკელ მოცურავეს ჰიმნის ტექსტი დაავიწყდა

AutoSharing Option
ამერიკელმა მოცურავემ მისი ფრანკლინმა, რომელიც 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, დაჯილდოების ცერემონიაზე აშშ-ის ჰიმნის სიტყვები ვერ გაიხსენა.

USA Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკლინმა განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა ჰიმნის სიმღერა, მაგრამ... "არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი", - თქვა მან. სიმღერის ნაცვლად სპორტსმენმა ტირილი დაიწყო.

17 წლის ფრანკლინმა ფინალურ გაცურვაში 58,33 წამი აჩვენა და ამერიკის რეკორდი დაამყარა. გამარჯვების შემდეგ მისის წარმატება 14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა მიულოცა. ფრანკლინის თქმით, მაიკლი ყოველთვის იყო მისთვის მისაბაძი მაგალითი.

ამერიკელს ამ ოლიმპიადაზე უკვე ორი მედალი აქვს
მოპოვებული. გულაღმა ცურვის გარდა, მან 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიგო ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული