კიდევ ორი რეკორდი ცურვაში

AutoSharing Option
16 წლის ჩინელმა სენსაციამ ეი შივენმა ლონდონის თამაშებზე თავისი მეორე ოქრო მოიგო - ამჯერად 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში.

მან ეს თავის ჩვეულ სტილში გააკეთა. 150 მეტრი ლიდერებს შორის ცურავდა და ბევრით არაფრით გამოირჩეოდა, ხოლო, როცა კროლის დრო დადგა, ჩინელმა კოსმოსური სიჩქარე ჩართო და იოლად გაექცა ყველა კონკურენტს.

მხოლოდ ავსტრალიელი ალისია კოუტსი ცდილობდა ასე თუ ისე წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ვერაფერი დაუპირისპირა შივენს. თუმცა ავსტრალიელმა მედალი მაინც მიიღო, განსხვავებით თავის თანამემამულე სტეფანი რაისისგან. პეკინის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ამჯერადაც პოდიუმის მიღმა დარჩა.

* * *

ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის ფინალში, რაც დიდ ბრძოლას მოასწავებდა, მაგრამ ოქროს ბედი დისტანციის პირველი ნახევრის შემდეგ გაირკვა, როცა ამერიკელმა ელისონ სმიტმა მთელი კორპუსით გაუსწრო უახლოეს მდევარს და ახალი ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა.

ბრძოლა მხოლოდ დანარჩენი სინჯის მედლებისთვის იყო - არაფერს უთმობდნენ ერთმანეთს კამილ მუფა, ბრონტე ბარატი და მისი ფრანკლინი.

მოულოდნელად, ამ სამეულში ბოლო ფრანკლინი აღმოჩნდა. არადა, ის კარგი საფინიშო სპურტით არის ცნობილი. თანაც, მისიმ მესამე ადგილზე გასულ ბარატთან მხოლოდ ერთი მეასედი წამი წააგო.

ამ ბრძოლაში ვერ ჩაერია პეკინის თამაშების ჩემპიონი ფედერიკა პელეგრინი, რომელმაც მეხუთე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

* * *
მოკლედ გუშინდელი დღის შესახებ. პირველი რიგში, აღვნიშნოთ მსოფლიოს ორი რეკორდი: ყველა დროის საუკეთესო შედეგით მოიგო 200 მეტრი ბრასის ფინალი დანიელ დიურტამ, ხოლო ამერიკელმა რებეკა სონიმ ამავე დისციპლინაში ქალებს შორის დაამყარა რეკორდი.

1 აგვისტოს ერთი სენსაციაც მოხდა: 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში აღიარებულმა ლიდერმა ჯეიმს მაგნუსონმა წააგო თავისი საყვარელი დისტანცია ამერიკელ ნათან ადრიენთან ბრძოლაში. ეს ამ უკანასკნელის მეორე ოქროა ლონდონში.

ასევე ორგზის ჩემპიონები არიან: დანა ვოლმერი, მისი ფრანკლინი და ელისონ სმიტი. ამ სამეულმა შენონ ვრილანდთან ერთად 4x200 მეტრზე ესტაფეტა მოიგო. ამით ამერიკელებმა რევანში აუღეს ავსტრალიას 4x100 მეტრი ესტაფეტის წაგებისთვის.

უფრო დაწვრილებით გუშინდელ დღეზე მომდევნო ნომერში მოგიყვებით.

კაცები
200 მ. ბრასი
1. დანიელ დიურტა (უნგ) 2:07.28 (მ. რ.)
2. მაიკლ ჯემისონი (ბრიტ) 2:07.43
3. რიო ტატეიში (იაპ) +1.01
4. კასუკე კატაჯიმა (იაპ) +1.07
5. სკოტ ველტცი (აშშ) +1.74
6. კლარკ ბურკლი (აშშ) +1.97
7. ბრენტონ რიკარდი (ავსტრა) +2.00
8. ენდრიუ უილისი (ბრიტ) +2.16

100 მ. თავისუფალი
1. ნათან ადრიენი (აშშ) 47.52
2. ჯეიმს მაგნუსენი (ავსტრა) +0.01
3. ბრენტ ჰეიდენი (კან) +0.28
4. იანიკ ანიელი (საფ) +0.32
5. სებასტიან ვერშურენი (ჰოლ) +0.36
6. სესარ სიელო (ბრა) +0.40
7. ჰანსერ გარსია (კუბ) +0.52
8. ნიკიტა ლობინცევი (რუს) +0.92

ქალები
4x200 მ. თავისუფალი
1. აშშ 7:42.92 (ო.რ.)
(მისი ფრანკლინი, დანა ვოლმერი, შენონ ვრილანდი, ელისონ სმიტი)
2. ავსტრალია +1.49
(ბრონტე ბარატი, მელანი შლანგერი, კაილი პალმერი, ალისია კოუტსი)
3. საფრანგეთი +4.57
(კამილ მუფა, შარლოტ ბონე, ოფელი-სირიელ ეტიენი, კორალი ბალმი)
4. კანადა +7.73
5. ბრიტანეთი +9.45
6. ჩინეთი +10.19
7. იტალია +13.38
8. იაპონია +13.81

200 მ. ბატერფლაი
1. ლიუიან ჟიაო (ჩინ) 2:04.06 (ო. რ.)
2. ბელმონტე გარსია (ესპ) +1.19
3. ნაცუმი ჰოში (იაპ) +1.42
4. კეტლიე ჰერსი (აშშ) +1.72
5. კამილ ადამსი (აშშ) +2.72
6. ჯემა ლოუ (ბრიტ) +2.74
7. ჟუჟანა იაკაბოში (უნგ) +3.27
8. ზიგე ლიუ (ჩინ) +3.71

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული