ჩხუბი წყალში და უნგრეთის მერვე ოქრო

AutoSharing Option
უნგრელი ნიჩბოსნებისგან ესტაფეტა გადაიბარა მოცურავე ევა რიშტოვმა. 9 აგვისტოს ღია წყალზე ქალებს შორის 10-კილომეტრიანი მარათონი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე, ამ დისციპლინაში რუსმა ლარისა ილჩენკომ გაიმარჯვა, რომელიც ლონდონში არ გამოდიოდა. რუსებს მაინც ჰყავდათ ერთი ფავორიტი - 25 წლის ანა გუსევა, თუმცა მან გუშინ თავი ვერაფრით გამოიჩინა და მეათე ადგილი დაიკავა.

რუსმა უცნაურად და ორიგინალურად ახსნა თავისი მარცხის მიზეზი. "ლიდერთა ჯგუფში ნამდვილი ბრძოლა მიდიოდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ესპანელ ერიკა გარსიას დისტანციისას შემოველახე", - განაცხადა გუსევამ.

თუ საბოლოო
ოქმს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ოქროსთვის ბრძოლა მართლაც მჭიდრო და დაძაბული იყო. მარათონული დისტანციის მიუხედავად, სხვაობამ პირველ და მეორე ადგილს შორის მხოლოდ 4 მეათედი წამი შეადგინა. სწორედ ამდენი მოუგო უნგრელმა ევა რიშტოვმა ამერიკელ ჰეილი ანდერსონს.

საინტერესოა, რომ რიშტოვი 2000-იანი წლების დასაწყისში არა ღია წყალზე, არამედ აუზში ცურავდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. მაგალითად, 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში.

უნგრეთისთვის ეს იყო მერვე ოქრო მიმდინარე ოლიმპიადაზე, მათ შორის, მეორე ცურვაში. პირველ აგვისტოს 200 მეტრზე ბრასში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა დანიელ დიურტამ.

ქალები. 10 კმ
1. ევა რიშტოვი (უნგ) 1:57:38.2
2. ჰეილი ანდერსონი (აშშ) 1:57:38.6
3. მარტინა გრიმალდი (იტა) 1:57:41.8
4. კერი-ენ პეინი (ბრიტ) 1:57:42.2
5. ანჯელა მაურერი (გერ) 1:57:52.8
6. ოფელი ასპორი (საფ) 1:58:43.1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული