რაიან ლოხტე და "მის ამერიკა"

AutoSharing Option
ცნობილ ამერიკელ მოცურავეს რაიან ლოხტეს ლამაზი გოგონები მოსწონს, თან, ყველაზე ლამაზები.

ამ დღეებში ის ოლივია კუპლოსთან ერთად შეამჩნიეს ერთ-ერთ საღამოზე. ეს გოგონა "მის აშშ" გახლავთ.

"ყველას სურდა რაიანთან გამოლაპარაკება, - ამბობს თვითმხილველი. - მაგრამ ის მთელი საღამო მხოლოდ ოლივიას ესაუბრებოდა. რით დასრულდა ყველაფერი? მათ რესტორან Cherry Hill-ში ვახშამზე მოილაპარაკეს".

ლოხტე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია. განსაკუთრებით წარმატებით ის ლონდონის თამაშებზე გამოვიდა. რაიანმა მოიგო 400 მეტრზე კომპლექსური ცურვა და ორი ესტაფეტა. აგრეთვე, ბრიტანეთის დედაქალაქში მის ანგარიშზე იყო ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული