გლდანის საცურაო აუზმა სასელექციო ტურნირს უმასპინძლა

AutoSharing Option
ორ წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალამდე, რომელსაც 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის მზადება საქართველოში კარგა ხანია, დაიწყეს.

კეთილმოწყობილ ბაზებთან ერთად, აუცილებელია კონკურენტუნარიანი გუნდების მომზადება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ფესტივალამდე დარჩენილ დროში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ მყარი საძირკვლის ჩაყრას წინ არაფერი უდგას.

ამიტომაც სამომავლო გუნდის ჩამოყალიბებაზე აქედანვე ზრუნავენ მოცურავეები. ჯერ კიდევ შარშან ჩაატარეს რამდენიმე სასელექციო შეჯიბრება 1999-2000 წლებში დაბადებული ბიჭებისა და 9-10 წლის გოგონებისთვის.

ამ ასაკის რამდენიმე ნორჩმა სპორტსმენმა თანატოლთა შორის აზერბაიჯანისა და უკრაინის საერთაშორისო ტურნირებშიც იასპარეზა.

უკვე გამოვლენილი ნიჭიერი მოზარდების მომზადების დონის შემოწმებასა და ახალი ტალანტების გამოვლენას ისახავდა მიზნად სასელექციო ტურნირი, რომელსაც გლდანის საცურაო აუზმა უმასპინძლა.

შეჯიბრებაში რუსთავის, ჭიათურის, საჩხერის, გორისა და თბილისის კლუბების - "ტონუსი", "ოლიმპიკის", "ლაგუნა ვერეს", "სპორტთაიმის", "ნეპტუნის", "დიღმის", "გლდანისა" და "ვაკის საცურაო აუზის" 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

განსაკუთრებით ირაკლი კვარაცხელიამ, რუსუდან გოგინაშვილმა, ილია პაპიძემ, ელენე ბერაიამ, გივი დუდაშვილმა და მერი მუმლაძემ იყოჩაღეს, რომლებმაც არა მარტო რამდენიმე დისციპლინაში დაიკავეს საპრიზო ადგილები, არამედ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესეს შედეგები.

აქვე გაგაცნობთ საპრიზო ადგილებზე გასულთა ვინაობას:
გოგონები. თავისუფალი ყაიდა. 100 მ. 1. ელენე ბერაია (სპორტთაიმი, 1.10,92), 2. მერი მუმლაძე (ტონუსი, 1.11,27), 3. მარიამ ხუტუნაშვილი (ჭიათურა, 1.31,25). 200 მ. 1. ელენე ბერაია (2.35,77), 2. მერი მუმლაძე (2.36,24), ბრასი. 100 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი, 1.27,84), 2. ქეთევან გაგნიძე (საჩხერე, 1.33,68), 3. თეონა ომიაძე (რუსთავი, 1.40,98). 200 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (3.10,48), 2. ქეთევან გაგნიძე (3.22,69), 3. თეონა ომიაძე (3.37,42). ბატერფლაი. 100 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (1.18,52), 2. ელენე ბერაია (1.25,16), 3. მარიამ ხუტუნიშვილი (1.40,35). 200 მ. 1. რუსუდან გოგინაშვილი (3.04,97), 2. ლიკა ჩიხორია (რუსთავი, 3.53,15), 3. ნათია იაგანაშვილი (რუსთავი, 4.53,31). გულაღმა ცურვა. 100 მ. 1. ნათია მაჭავარიანი (საჩხერე, 1.29,23), 2. ლიკა ჩიხორია (1.29,70), 3. ნინო ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 1.38,73). 200 მ. 1. ნათია მაჭავარიანი (3.07,46), 2. თათული ლეგაშვილი (ტონუსი, 3.28,95), 3. ხატია ივანაშვილი (საჩხერე, 3.41,37). 200 მ. კომპლექსური ცურვა. 1. მარიამ ხუტუნიშვილი (ჭიათურა, 3.36,72), ამ დისციპლინაში შეჯიბრების წესების დარღვევის გამო 2 მონაწილე მოიხსნა ასპარეზობიდან.

ბიჭები. თავისუფალი ყაიდა. 100 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია (ტონუსი, 1.01,27), 2. გივი დუდაშვილი (გორი, 1.03,84), 3. საბა მდივანი (ტონუსი, 1.05,43). 200 მ. 1. გივი დუდაშვილი (2.22,97), 2. ვახტანგ ბლუაშვილი (ტონუსი, 2.25,60), 3. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე, 2.34,53). 400 მ. 1. ვახტანგ ბლუაშვილი (5.07,36), 2. ლუკა პატარაია (რუსთავი, 5.23,05), 3. ოთარ ივანაშვილი (5.36,58). ბრასი. 100 მ. 1. ილია პაპიძე (ლაგუნა ვერე, 1.17,31), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე, 1.23,29), 3. რატი კერვალიშვილი (ტონუსი, 1.26,80). 200 მ. 1. ილია პაპიძე (2.50,24), 2. ლევან ბახტურიძე (3.07,41). 3. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი, 3.09,66). ბატერფლაი. 100 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია (ტონუსი, 1.08,56), 2. ლუკა პატარაია (რუსთავი, 1.11,97), 3. გივი დუდაშვილი (1.13,16). 200 მ. 1. ლუკა პატარაია (2.46,35). გულაღმა ცურვა. 100 მ. 1. ირაკლი კვარაცხელია (1.09,67), 2. გიორგი ხვედელიძე (ტონუსი, 1.12,59), 3. სანდრო მამულაშვილი (ვაკის საცურაო აუზი, 1.18,75). 200 მ. 1. გიორგი ხვედელიძე (2.36,86), 2. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე, 2.48,70), 3. უჩა წერეთელი (ოლიმპიკი, 2.50,43). 200 მ. კომპლექსური ცურვა. 1. ირაკლი კვარაცხელია (2.28,60), 2. ლუკა პატარაია (2.45,82), 3. ვლადიმერ ტერლეცკი (2.46,71).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული