თანამედროვე ცურვის უკვე ვეტერანმა ვარსკვლავმა მედლების სოლიდური კოლექცია შეაგროვა - მის ანგარიშზეა ექვსი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო. ამას დაემატა მსოფლიოს ორი რეკორდი - 100 და 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში.
საერთოდ, მსოფლიოს რიგით მე-11 ჩემპიონატი ამერიკის ნაკრების სრული ტრუმფით დასრულდა. მათ მოიპოვეს ყველაზე მეტი - 27 მედალი და ასევე ყველაზე მეტი ოქრო ჰქონდათ - 11. ამას ემატება უკვე ნახსენები მსოფლიოს ორი რეკორდი და ჩემპიონატის 18 რეკორდი.
ისევ ლოხტეს დავუბრუნდეთ.
წლევანდელი წარმატების ჩათვლით, ლოხტეს “მოკლე წყალზე” უკვე 30 მედალი აქვს. სწორედ ასეთი კოლექცია შეაგროვა რაიანმა 2004 წლის შემდეგ, როცა დებიუტი ჰქონდა ინდიანაპოლისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
* * *
რაც შეეხება ქალებს შორის საუკეთესო მოცურავეს, საერთაშორისო ფედერაციამ გამოარჩია უნგრელი კატინკა ჰოსუ, რომელმაც ხუთი მედალი მოიგო: ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
გასულ ჩემპიონატზე რამდენიმე საინტერესო მომენტი დაფიქსირდა. მაგალითად, დანიის ნაკრების საერთო გუნდური მეოთხე ადგილი (3 ოქრო+2 ვერცხლი+5 ბრინჯაო).
სკანდინავიურ გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი წარმატება არასოდეს ჰქონიათ. გაფართოვდა იმ ქვეყნების გეოგრაფია, რომლებმაც მინიმუმ ერთი მედალი მოიპოვეს. 25 ქვეყნის მოცურავემ მოიგო მედალი, თუმცა ეს არ არის რეკორდი - 2002 წელს მოსკოვში 26 ქვეყნის წარმომადგენელმა მოახერხა პოდიუმზე ასვლა.
ოთხ ქვეყანას ჰყავდა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად სპორტსმენი პოდიუმზე: ლიტვას, რომლის ლიდერია ბრასის ახალი დედოფალი რიუტა მეილუტიტე (ორი ოქრო), იამაიკას (ალია ატკინსონმა აიღო ორი ვერცხლი ბრასში), ფარერებს (ბრინჯაო პალ იონსენს) და ტრინიდადს (ბრინჯაო ჯორჯ ბოველს).
მედალოსნები
კაცები
ო ვ ბ ს
რაიან ლოხტე (აშშ) 6 1 1 8
მეტ გრევერსი (აშშ) 3 1 0 4
ვლადიმერ მოროზოვი (რუს) 2 1 0 3
პაულ ბიდერმანი (გერ) 1 1 1 3
რობერტ ჰარლი (ავსტრა) 1 1 1 3
ტომას შილდსი (აშშ) 1 1 1 3
ტომაზო დ’ორსონია (ავსტრა) 0 2 3 5
ლასლო ჩეხი (უნგ) 0 2 1 3
სტანისლავ დონეცი (რუს) 0 2 1 3
კენეტ ტო (ავსტრა) 0 1 2 3
ქალები
ო ვ ბ ს
ელისონ შმიტი (აშშ) 3 0 0 3
კატინკა ჰოსუ (უნგ) 2 2 1 5
მეგან რომანო (აშშ) 2 1 1 4
რიუტა მეილუტიტე (ლიტ) 2 1 0 3
რიკე პედერსენი (დან) 2 0 1 3
მიე ნილსენი (დან) 1 1 1 3
ოლივია სმოლიგა (აშშ) 1 1 1 3
ჯანეტ ოტესენი (დან) 1 0 3 4
გუნდური ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. აშშ 11 8 8 27
2. ჩინეთი 3 5 3 11
3. უნგრეთი 3 4 3 10
4. დანია 3 2 5 10
5. რუსეთი 2 3 4 9
6. იტალია 2 3 0 5
7. გერმანია 2 1 1 4
7. იაპონია 2 1 1 4
9. ლიტვა 2 1 0 3
10. ავსტრალია 1 4 3 8
11. ბრიტანეთი 1 2 3 6
12. ს. აფრიკა 1 1 0 2
13. ესპანეთი 1 0 2 3
14. ბრაზილია 1 0 1 2
14. ზელანდია 1 0 1 2
14. პოლონეთი 1 0 1 2
17. ბელორუსი 1 0 0 1
17. ნორვეგია 1 0 0 1
17. უკრაინა 1 0 0 1
20. იამაიკა 0 2 0 2
20. სლოვენია 0 2 0 2
22. საფრანგეთი 0 1 1 2
23. ჩეხეთი 0 0 1 1
23. ფარერები 0 0 1 1
24. ტრინიდადი 0 0 1 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"