ტრაგიკული მსოფლიოს თასი

AutoSharing Option
ტრაგიკულად დასრულდა საემიროებში მსოფლიოს თასის ეტაპი. "ღია წყალზე" ამერიკის ჩემპიონი ფრენ კრიპენი 10-კილომეტრიანი გაცურვისას დაიღუპა - იტყობინება სააგენტო "როიტერი".
26 წლის სპორტსმენმა რვა კილომეტრის გაცურვის შემდეგ აცნობა მწვრთნელს, რომ შეუძლოდ იყო. კრიპენმა ფინიშამდე ვერ მიაღწია და ის მოგვიანებით წყალში დამხრჩვალი იპოვნეს.

სტარტის დღეს წყლის ტემპერატურამ 30 გრადუსს მიაღწია და ფინიშის შემდეგ არაერთ მოცურავეს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. არ არის გამორიცხული, რომ კრიპენის დაღუპვა ორგანიზმის გადახურებამ გამოიწვია.

საწყლოსნო სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯულიო მალიონემ აღიარა, რომ ამერიკელის სიკვდილი ცურვის ტურნირებში პირველი
ტრაგიკული შემთხვევაა. პრეზიდენტმა მომხდარს "უბედური შემთხვევა" უწოდა. ფედერაციამ გამოძიება დაიწყო.

ამერიკელი ფრენ კრიპენის ყველაზე დიდი მიღწევა "ღია წყალზე" ქვეყნის ჩემპიონის ტიტული იყო. გარდა ამისა, 2009 წელს მან იტალიაში მსოფლიოს თასის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული