საუკეთესო რუსიც დამნაშავეა

AutoSharing Option
მორიგ სერიოზულ სკანდალში გაეხვა რუსული სპორტი. ქვეყნის საუკეთესო მოცურავის, იულია ეფიმოვას დოპინ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა.

რუსული პრესის ინფორმაციით, სინჯი არასატურნირო პერიოდში აიღეს, როცა ეფიმოვა ნოემბრისა და დეკემბრის ტურნირებისთვის ემზადებოდა.

აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატია - დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA) და მას შეიცავდა ერთ-ერთი აქტიური ბიოლოგიური დანამატი. DHEA - პოპულარული დოპინგის ტესტოსტერონის მეტაბოლიტია.

ეფიმოვამ უკვე დაწერა ახსნაგანმარტებითი ბარათი, სადაც აღიარა იმ საკვები დანამატის მიღება, რომელიც შეიცავდა აკრძალულ სუბსტანციას. ჯერჯერობით არ შემოწმებულა B სინჯი, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეფიმოვა დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩება. ასეთი დარღვევისთვის სტანდარტული დანაშაულია
- ორი წლით ჩამოშორება ოფიციალური ტურნირებისგან.

2013 წელი ძალიან წარმატებული იყო ეფიმოვასთვის. ის უნივერსიადის ოთხგზის გამარჯვებული გახდა; ორი ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოთხი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც დანიაში გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული