იან ტორპს მართლა გაუფრენია - ლეგენდარული მოცურავე მეზობლის ავტომანქანაში ძვრებოდა

AutoSharing Option
დადასტურდა პრობლემები, რომლებიც ლეგენდარულ ავსტრალიელ მოცურავეს, ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონს იან ტორპს აქვს. ყოფილი სპორტსმენი ქალაქ სიდნეის პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "როიტერი".

3 თებერვალს, ღამით მოცურავის მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რადგან ტორპი მათ კუთვნილ ავტომობილში ძვრებოდა. სპორტსმენს პოლიციის გამოჩენაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. "როიტერი" აღნიშნავს, რომ ტორპი "დეზორიენტირებული" იყო.

ტორპის მენეჯერმა ჯეიმს ერსკინმა მომხდარი იმით ახსნა, რომ მოცურავე პრეპარატებისა და ანტიდეპრესანტების დიდი დოზის ზემოქმედების ქვეშ იყო. მანვე დააზუსტა, რომ იანს წამლებთან ერთად ალკოჰოლი არ მიუღია.

როგორც ირკვევა, დაკავების შემდეგ
პოლიციამ ტორპი კლინიკაში გამოკვლევაზე გააგზავნა. ამის იქით საქმე არ წავა, რადგან მეზობლებს სპორტსმენის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი არ შეუტანიათ.

გავრცელდა ცნობა, რომ იანვრის ბოლოს ავსტრალიელმა ალკოჰოლის დამოკიდებულებასა და დეპრესიაზე მკურნალობა დაიწყო, თუმცა მოცურავის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ინფორმაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული