პირველი შავკანიანი მსოფლიოს ჩემპიონი მოცურავე ქალი

AutoSharing Option
იამაიკელი ალია ატკინსონი ისტორიაში პირველი შავკანიანი მოცურავე ქალი გახდა, ვინც ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს მოხდა პლანეტის პირველობაზე (25-მეტრიანი აუზი), რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობდა. იამაიკელმა 100 მეტრზე ბრასით ცურვაში მსოფლიოს ახალი რეკორდით გაიმარჯვა.

25 წლის სპორტსმენის შედეგია - წუთი და 02.36 წამი. ატკინსონმა უკან ჩამოიტოვა ოლიმპიური ჩემპიონი, ლიტველი რუტა მეილიუტიტე (1.02,46) და ჰოლანდიელი მონიკ ნიიჰუსი (1.04,03).

"ეს დაუჯერებელია! შანსები თანაბარი იყო და ყველაფერი ერთმა მოძრაობამ გადაწყვიტა, - ამბობდა ფინიშის შემდეგ იამაიკელი. - დისტანციის დასრულებისას ტაბლოს ავხედე, მაგრამ კარგა
ხანი არაფერი დაწერეს. ბოლოს ციფრები გამოჩნდა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

იმედი მაქვს, რომ ამ გაცურვის შემდეგ იამაიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ცურვა დიდ პოპულარობას მოიპოვებს".

რაც შეეხება ჩემპიონატის საბოლოო შედეგებს, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა ბრაზილიის ნაკრებმა, ხოლო ჩემპიონატის გმირი აღმოჩნდა უნგრელი კატინკა ჰოსუ, რომელმაც დოჰაში ოთხი ოქრო მოიგო და ოთხივე მსოფლიოს რეკორდია.

ო ვ ბ სულ
1. ბრაზილია 7 1 2 10
2. უნგრეთი 6 3 2 11
3. ჰოლანდია 5 1 6 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული