ოლიმპიური ჩემპიონი პარიზის "დისნეილენდში" ქურდობისთვის დააკავეს

AutoSharing Option
2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი მოცურავე ლორ მანოდუ პარიზის "დისნეილენდში", სუვენირების ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს. სპორტსმენის ჩანთაში აღმოჩნდა 200 ევროს ღირებულების ნივთები, რომლებშიც ფული არ იყო გადახდილი.

28 წლის მოცურავე მაღაზიიდან გამოსვლისას დააკავეს. მანოდუს ოთხი წლის ქალიშვილი და მეგობარი ახლდნენ თან.

თავდაპირველად, დაცვის სამსახურმა მოცურავის მეგობრის ჩანთა გაჩხრიკა და მასში 300 ევროს ღირებულების მოპარული სუვენირები აღმოაჩინა. შემდეგ მანოდუს ჯერი დადგა...

ქალბატონები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სა
დაც მათ დანაშაული აღიარეს და დათანხმდნენ სუვენირებში ფულის გადახდას. ამის შემდეგ პოლიცია გაფრთხილებით შემოიფარგლა და მანოდუ და მისი მეგობარი გაუშვა.

ლორ მანოდუ მსოფლიოს სამგზისა და ევროპის 12-გზის ჩემპიონია. 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მან ოქროს მედალი მოიგო 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, რასაც ორი ვერცხლიც დაუმატა. 2013 წლის იანვარში მანოდუმ კარიერა დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული