რუსი მოცურავე სერბი გახდება

AutoSharing Option
სერბეთის ცურვის ფედერაციამ ქვეყნის მოქალაქეობის გაფორმების პროცედურა დაიწყო რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრისთვის, არკადი ვიატჩანინისთვის, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

უფრო ადრე მოცურავემ გამოთქვა აშშ-ის ნაკრებში გამოსვლის სურვილი. აგრეთვე, 30 წლის რუსი განიხილავდა 2016 წლის ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოსვლის შესაძლებლობას.

რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელებთან რამდენიმე კონფლიქტის გამო 2013 წლის აპრილში ვიატჩანინმა უარი განაცხადა ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე და მოქალაქეობის შეცვლაზე დაიწყო ზრუნვა.

ვიატჩანინი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორია. გარდა ამისა, ის ევროპის ოთხგზის ჩემპიონია და სამი ვერცხლი აქვს
მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რუსი გულაღმა ცურვაში გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული