ცურვა: კოკაინი საფრანგეთის ნაკრებში

AutoSharing Option
ცურვაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ამორი ლევომ საკუთარ წიგნში დაწერა საფრანგეთის ნაკრების რიგებში ნარკოტიკების მიღების შემთხვევებზე. სპორტსმენის მემუარებიდან ნაწყვეტები გაზეთმა "ეკიპმა" გამოქვეყნა.

"ვიღაცები პერიოდულად იყენებდნენ კოკაინს. სიმართლე გითხრათ, მწვრთნელებიც ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა გუნდში", - წერს ლევო, მაგრამ არ ასახელებს იმ სპორტსმენების გვარებს, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ.

წიგნი - "სექსი, ნარკოტიკები და ცურვა" (Sexe, drogue et natation) საფრანგეთში ამ კვირას გამოვა გაყიდვაში.

2013 წლის ნოემბერში ლევომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 29 წლის სპორტსმენი, რომელიც თავისუფალი სტილით ცურვაში გამოდიოდა, ლონდონის
ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. ერთი წლის შემდეგ მან ეს მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმეორა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული