ორი წლის წინანდელი ცოდვები

AutoSharing Option
პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ავსტრალიელი კაილი პალმერი ვერ შეძლებს 2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას. მიზეზი დადებითი დოპინგ-სინჯი გახლავთ. ამის შესახებ წერია ავსტრალიის ცურვის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე.

აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა A და B სინჯებში, რომელიც 2013 წელს, ბარსელონაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აიღეს. ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ 25 სპორტსმენს მხოლოდ ამა წლის აპრილში აცნობა ტესტის შედეგები.

პალმერმა განაცხადა, რომ არ იცის როგორ მოხვდა დოპინგი მის ორგანიზმში და უარყოფს აკრძალული პრეპარატების გამოყენებას. მას აგრეთვე სურს მომხდარის დეტალების გამოკვლევა, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ინციდენტს
ორი წლის წინ ჰქონდა ადგილი. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, საერთაშორისო ფედერაციამ პალმერი ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს.

2008 წლის ოლიმპიადაზე პალმერმა ოქროს მედალი მოიგო 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში.

* * *
წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზანში 24 ივლისს დაიწყება. ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ 2015 წლის პირველობაზე სარეკორდო საპრიზო ფონდს დააწესებს, კერძოდ, ჰონორარის საერთო თანხა 5.5 მილიონი დოლარი იქნება.

აქედან ცურვის "წილი" 2.5 მილიონ დოლარს შეადგენს, სინქრონულ ცურვაში გათამაშდება 900 ათასი, წყალში ხტომაში - 780 ათასი, წყალბურთში - 720 ათასი და ა. შ. ცურვაში ყოველი ახალი რეკორდისთვის სპორტსმენი ბონუსის სახით 30 ათასს მიიღებს.

ფულადი პრემია ეკუთვნის ყველა დისციპლიაში პირველ რვა ადგილზე გასულ სპორტსმენს. წინა ჩემპიონატზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, პირველი ექვსი სპორტსმენი იღებდა თანხას, ხოლო ჯამში 3.1 მილიონი დოლარი გათამაშდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული