საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია კასპში ახალ დარბაზს ხსნის

AutoSharing Option
ბოლო წლებში დაწყებული სასიამოვნო და აუცილებელი ტრადიცია გრძელდება. ახალი სავარჯიშო დარბაზი კასპში გაიხსნება.

კვირას, 12 საათზე დარბაზის გახსნას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. დარბაზი კასპის მუნიციპალიტეტის დახმარებით იხსნება.

ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი):
"კასპში ახალი დარბაზის გახსნა აუცილებელია. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ რეგიონში, მთლიანად, საქართველოში ძალოსნობის განვითარებას.

ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე
და გვინდა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჯანმრთელი, მოტივირებული, სპორტზე შეყვარებული ახალგაზრდა იყოს.

დარბაზში თითქმის ყველაფერი მზად არის. ველოდებით კვირას და სტუმრებს".

დარბაზში ივარჯიშებენ ადგილობრივები და ნებისმიერი, ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნება. ლოკაციაზე იმუშავებს გამოცდილი მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი.

გახსნას დაესწრება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული