დღის კარიკატურა: ლაშა ტალახაძემ ნიუტონიც გააკვირვა

AutoSharing Option
ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, თან ისე, რომ ატაცში 217 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

- მსოფლიო რეკორდი 217 კგ-ით - ლაშა ტალახაძემ ევროპა მეორედ დაიპყრო [VIDEO]

მოკლედ, ჩვენი დევგმირი შტანგას ისე მსუბუქად ათამაშებს, თვით ისააკ ნიუტონიც კი დაეჭვდებოდა დედამიწის მიზიდულობის კანონის სისწორეში.

23 წლის ლაშა ახლა უკვე ევროპის ორგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ მისი შემყურე ვასკვნით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...
მკითხველის კომენტარები / 13 /
გილოცავ ლაშა.ღმერთმა სულ წარმატებული გზით გატაროს.
0
სიამაყის ცრემლი მომადგა მაგ ატაცის ყურებისას! არ გაჩერდე, გააგრძელე საქართველოს წარმოჩენა!
oneli
13:59 11-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული