ჩემპიონატი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება, 14:00 საათზე კი ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
ქართველ ძალოსნებს 2011 წლის მთავარი ტურნირი ნოემბერში ელით - 5-13 ნოემბერს პარიზი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება.
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. 4-5 ოქტომბერი. ზუგდიდი, "სპორტის სასახლე
4 ოქტომბერი - 56 კგ, 62 კგ, 69 კგ, 77 კგ
5 ოქტომბერი - 85 კგ, 94 კგ,
msy.gov.ge