მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძეს ორჭიდში 423 კილოთი ბრინჯაოს მედალი ერგო, ატაცში კი ოქროსაც გამოჰკრა ხელი. ორჭიდში იგი კილოთი ჩამორჩა გერმანელ ოლიმპიურ ჩემპიონ მატიას შტაინერს.
19 აპრილს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ბეჟუაშვილთან და ოლიმპიურ ჩემპიონ, ვიცე-პრეზიდენტ
ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენებთან ერთად ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალი შედეგები ეჩვენებინათ და ხუთი მედალი მოეხვეჭათ. ასეთი შედეგი არასდროს გვქონია. ეს დიდი გამარჯვება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის დამსახურებაა. ყველას ვულოცავ ამ წარმატებას, რომელიც ლონდონის ოლიმპიადისთვის კარგი წანამძღვარია. ბრიტანეთის დედაქალაქში სამი ძალოსნით წარვსდგებით და იმედია, იქაც მაღალი შედეგები გვექნება".
დავით ბეჟუაშვილი: "რაც დრო გადის, ქართველი ძალოსნები, მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სტაბილურად ზრდიან შედეგებს და ანტალიაში მოპოვებული მედლებიც ამის დასტურია. ტემპს არ შევანელებთ, საწვრთნელ პროცესებსაც მეტი თანადგომა ექნება, რადგან სამომავლოდ უკეთეს შედეგებზე ვფიქრობთ".
გიორგი ასანიძე: "ვცდილობდი, ანტალიაში ემოციებს არ ავყოლოდი და თავშეკავებული ვყოფილიყავი, მაგრამ როგორ გინდა მოთოკო ვნებები, როცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შენს თანამემამულეს ხედავ. ზომაზე მეტად ვიყავი ბედნიერი, როცა ორჭიდის ჯამში რაულ ცირეკიძემ ოქროს მედალი დაიმსახურა. 2002 წლის შემდეგ, რაც ანტალიაში ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე, ათი წლის განმავლობაში მსგავსი წარმატება არ გვქონია უფროსებში, თორემ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მრავალჯერ ავიდნენ ჩვენი ძალოსნები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე".
ცირეკიძესთან ერთად ირაკლი თურმანიძემაც გაგვახარა. მედლებისთვის ბრძოლაში მას ხომ სახელოვანი მეტოქეები ჰყავდა.
იგი არ შეუშინდა ავტორიტეტებს. მესამე ადგილი ორჭიდში სრულიად ლოგიკური იყო. ზედმეტ რისკზე არ წავედით, რადგან წინ ოლიმპიადა გველის, თორემ ოლიმპიურ ჩემპიონ ტეშლერის გასწრება შეიძლებოდა. მართალი გითხრათ, ცდუნება დიდი იყო, მაგრამ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვანო გრიქუროვთან სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, სტრატეგიულად სწორად გაგვეთვალა ყველაფერი და ოქროსთვის ბრძოლას არ გამოვდევნებოდით. ასეც მოხდა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდებით. ბიჭებს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებიათ. ლონდონში შევეცდებით, რამდენიმე კილოგრამით მეტი ავწიოთ და საოლიმპიადე კვარცხლბეკზეც ვიფიქრებთ.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"