სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე ხელმძღვანელობდა, ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ძალოსანი რაულ ცირეკიძე დაასახელა.
ცირეკიძემ წლეულს საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე, ოლიმპიადაზე კი B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საბოლოოდ ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა.
სხვა ნომინანტებთან შედარებით, მას უკეთესი შედეგები ჰქონდა და კომისიამ მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.
უფრო
საუკეთესო სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოება თვის ბოლოს, ქუთაისის მერიაში იგეგმება. ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენები 800 ლარით, მწვრთნელები კი 400 ლარით დაჯილდოვდებიან.
საუკეთესო სპორტსმენთა ათეული
რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა), გენადი ჩირგაძე (სამბო), ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი), ომარ გურჯიძე (თავისუფალი ჭიდაობა), შოთა გოგისვანიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ბაზაძე, სანდრო ბაზაძე (ორივე - ფარიკაობა), ლერი ჭელიძე, როსტომ ხახალეიშვილი (ორივე - ძიუდო), მერაბ თურქაძე (კრივი).
2012 წლის ქუთაისის საუკეთესო მწვრთნელები
გია ცირეკიძე (ძალოსნობა), გივი სარდანაძე (სამბო), მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა), კობა ახვლედიანი (თავისუფალი ჭიდაობა), ელგუჯა მარუაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მერაბ ბაზაძე (ფარიკაობა), დავით თევდორაძე (ძიუდო), ვეფხია ბალხამიშვილი (ძიუდო), სანატრელი ბებია (კიკ-ბოქსინგი), კუკური შავგულიძე (კრივი).
2012 წლის ქუთაისის საუკეთესო გუნდები
საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი" (ვაჟები), საფეხბურთო კლუბი "ტორპედო", ბალახის ჰოკეის გუნდი "უქიმერიონი (ვაჟები).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"