allthingsgym.com-ი წერს, რომ ამის მიზეზი დოპინგ-სკანდალია:
"პოლსკა შტანგა" 22 ოქტომბერს იუწყებოდა, რომ საქართველომ და ტუნისმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა დოპინგის აღმოჩენილი ფაქტების გამო ვერ მიიღო.
რაც ასევე არ არის ინტერესმოკლებული, რომ IWF-magazine-ის ცნობით, ტირანაში ევროპის ჩემპიონატსა და ასტანაში აზიის ჩემპიონატზე დოპინგ-ტესტის რამდენიმე დადებითი შედეგი დაფიქსირებულა", - წერს საერთაშორისო ძალოსნობის ამბებში კარგად გარკვეული გამოცემა.
ბუნებრივია, ჩვენ "პოლსკა შტანგის" ინფორმაციითაც დავინტერესდით, რომელიც ტუნისელი ძალოსნების გვარებსაც ასახელებს,
შეგახსენებთ, რომ აპრილში ტირანაში (ალბანეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატში დავით გოგიამ და რაულ ცირეკიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მცირე ბრინჯაო შეხვდა ირაკლი თურმანიძეს.
ასევე იხილეთ:
დავით გოგიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რაულ ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]