"პოლსკა შტანგა": საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე დოპინგ-სკანდალის გამო არ იყო

AutoSharing Option
20-27 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქმა ვროცლავმა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა ძალოსნობაში, რომელშიც მოულოდნელად, მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს.

allthingsgym.com-ი წერს, რომ ამის მიზეზი დოპინგ-სკანდალია:

"პოლსკა შტანგა" 22 ოქტომბერს იუწყებოდა, რომ საქართველომ და ტუნისმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა დოპინგის აღმოჩენილი ფაქტების გამო ვერ მიიღო.

რაც ასევე არ არის ინტერესმოკლებული, რომ IWF-magazine-ის ცნობით, ტირანაში ევროპის ჩემპიონატსა და ასტანაში აზიის ჩემპიონატზე დოპინგ-ტესტის რამდენიმე დადებითი შედეგი დაფიქსირებულა"
, - წერს საერთაშორისო ძალოსნობის ამბებში კარგად გარკვეული გამოცემა.

ბუნებრივია, ჩვენ "პოლსკა შტანგის" ინფორმაციითაც დავინტერესდით, რომელიც ტუნისელი ძალოსნების გვარებსაც ასახელებს,
თუმცა კონკრეტული ქართული გვარები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ტირანაში (ალბანეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატში დავით გოგიამ და რაულ ცირეკიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მცირე ბრინჯაო შეხვდა ირაკლი თურმანიძეს.

ასევე იხილეთ:
დავით გოგიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რაულ ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოძველებულ ტექნოლოგიებს ვიყენებთ და იმიტომ დარწმუნებული ვარ ტრიბესტანის მაგავრ პრეპარატებს ყლაპავენ ჯერაც
დოპინგს ბევრი იყენებს და რაღა ქართველებს აღმოუჩინეს?
22:23 28-10-2013
0
დოპინგს ბევრი იყენებს და რაღა ქართველებს აღმოუჩინეს?
guja_kakhadze
19:42 28-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული