კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
კახი კახიაშვილი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადებით, ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

სამგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კახიაშვილი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძალოსნებმა რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, მესამე კი ირაკლი თურმანიძე იყო.

"ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

როგორც არ უნდა
დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას.

რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესცენტრის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
კახი ლეგენდაა, ვისაც უშუალოდ სეხება გქონიათ იცით დანარჩენებმაც იცოდნენ ასეტი თავდმდაბალი კაცი მშენებლობაზე ''დესიატნიკიც'' კი არ მინახავს. ამ დროს 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი და კიდევ ვერცხლის. ასეთ ადამიანს დიდი დაფასება პატივისცემა სჭირდება თავის ხალხისგან. უფალმა დაგლოცოს ნამდვილო ცხინვალელო გმირო.
gizog
12:30 20-08-2016
0
ego1-ს მივმართავ, კახი არის შესანიშნავი ადამიანი და უდიდესი სპორტული მიღწევების ადამიანი, ფსიქიატრულში ზოგიერთები ინდა იყონ, პოლიტიკური ნიშნით რომელი სპორთსმენია ამა თუ იმ პარტიის წევრი ამას არაა აქ მნიშვნელობა ჩემთვის, მთავარია ამ ადამიანმა ბევრჯერ ასახელა ქართული გენი, და ბოღმა და შური ნუ გკლავთ ზოგიერთებს ვინც კახის აგინებთ.
ხვიჩა
10:57 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული