U23. ევროპის ჩემპიონატი: თათია ლორთქიფანიძემ მედ­ლის შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა

AutoSharing Option
ეილათ­ში (ის­რა­ე­ლი) გრძელ­დე­ბა ახალ­გაზ­რ­და და 23-წლამ­დელ ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

7 დეკემბერს 23-წლამ­დელ გო­გო­ნა­თა შო­რის 63 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში თა­თია ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე ცდი­და ძა­ლებს. ექ­ვ­სი­დან მან მხო­ლოდ ორი ცდა გა­მო­ი­ყე­ნა. ატაც­ში 84-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი შტან­გა და­ი­მორ­ჩი­ლა, 88 კი­ლოს კი ორ­ჯერ შე­უ­ტია, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

აკ­ვ­რა­ში ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ­მა ძა­ლო­სან­მა თა­ვის კა­რი­ე­რა­ში ის­ტო­რი­უ­ლი მედ­ლის მო­პო­ვე­ბის შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან: თა­თია 104 კი­ლოს იოლად მო­ე­რია. მე­რე 109 კი­ლო შე­უკ­ვე­თა. ორ­ჯერ სცა­და მი­სი აწე­ვა, მაგ­რამ შტან­გა ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, არა­და, ამ წო­ნის დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი გა­უ­თა­ნაბ­რ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნელ
ოლე­ნა კო­ხა­რენ­კოს და, რად­გა­ნაც პი­რა­დი წო­ნით მე­ტო­ქე­ზე 20 გრა­მით ნაკ­ლე­ბი იყო, ის ბრინ­ჯაო, რო­მე­ლიც ამ მოძ­რა­ო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ­მა და­იმ­სა­ხუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ყუ­ლა­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და.

ორ­ჭიდ­ში ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძემ 188 კი­ლო­თი თურქ მეჰ­ტაპ კურ­ნა­ზის­თან მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე ად­გი­ლე­ბი გა­ი­ყო, სა­ბო­ლო­ოდ კი მე-6 ად­გილს დას­ჯერ­და, რად­გან მე­ტო­ქე­ზე 900 გრა­მით მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და.

63 კგ
1.ქსე­ნია მაქ­სი­მო­ვა (რუ­სე­თი) - 231 (105+126)
2.ლო­რე­და­ნა ტო­მა (რუ­მი­ნე­თი) - 222 (106+116)
3.ოლე­ნა კო­ხა­რენ­კო (უკ­რა­ი­ნა) - 205 (96+109)
6. თა­თია ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე (სა­ქარ­თ­ვე­ლო) - 188 (84+104).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული