7 დეკემბერს 23-წლამდელ გოგონათა შორის 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში თათია ლორთქიფანიძე ცდიდა ძალებს. ექვსიდან მან მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა. ატაცში 84-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, 88 კილოს კი ორჯერ შეუტია, მაგრამ უშედეგოდ.
აკვრაში ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა თავის კარიერაში ისტორიული მედლის მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან: თათია 104 კილოს იოლად მოერია. მერე 109 კილო შეუკვეთა. ორჯერ სცადა მისი აწევა, მაგრამ შტანგა ვერ დაიმორჩილა, არადა, ამ წონის დაძლევის შემთხვევაში იგი გაუთანაბრდებოდა უკრაინელ
ორჭიდში ლორთქიფანიძემ 188 კილოთი თურქ მეჰტაპ კურნაზისთან მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყო, საბოლოოდ კი მე-6 ადგილს დასჯერდა, რადგან მეტოქეზე 900 გრამით მძიმე აღმოჩნდა.
63 კგ
1.ქსენია მაქსიმოვა (რუსეთი) - 231 (105+126)
2.ლორედანა ტომა (რუმინეთი) - 222 (106+116)
3.ოლენა კოხარენკო (უკრაინა) - 205 (96+109)
6. თათია ლორთქიფანიძე (საქართველო) - 188 (84+104).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"