ლაშა ტალახაძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ორი რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 დეკემბერს, ისრაელის ქალაქ ეილათში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ჯამში 22 მედალი მოიპოვა!

ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა ძალოსნებმა 11 მედალი დაისაკუთრეს. რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ კი თავის მონაგარს კიდევ ერთ ტიტული - 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა, სამი ოქროს მედალი და ორი რეკორდი შემატა.

ლაშამ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა. პირველ მისვლაზე 193 კგ დაძლია, მეორეზე კი - 200 კგ, რითაც მოხსნა რუსლან ალბეგოვის მიერ დამყარებული რეკორდი
(195 კგ). მესამე მისვლაზე ტალახაძემ ახალი რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და 205 კილოგრამი დაძლია!

ქართველი ძალოსანი აკვრაში მარტო ორ მისვლაზე მივიდა. პირველად 222 კგ დაძლია, მეორედ - 235 კგ, ორჭიდში 440 კგ დააგროვა და 5 კგ-ით გააუმჯობესა ალბეგოვის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი ორჭიდში, რომელიც 435 კილოგრამს შეადგენდა.

დღესვე 23-წლამდელებში 105 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ხეცურიანი გახდა, ხოლო გიორგი ჩხეიძე - ბრინჯაოს პრიზიორი.

წინა დღეს კონტინენტის ჩემპიონობა ანასტასია გოტფრიდმა (+75) იზეიმა.

 

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნათელი მაგალითი კიდევ ერთი როცა მეპურე პურს აცხობს რა უნდოდა ასანიძეს პარლამენტში და იკ კიდე ერთი ადგილის მიცემა რო უწევდა და ხალხს თავს აძულებდა თავიდანვე ყოფილიყო იქ სადაც მისი ადგილია წარმატებები კიდევ ბევრჯერ
fexburteli
16:39 11-12-2016
0
არც ტალახაძეა ასანიძის დაზრდილი და არც გოტფრიდი; და თუ დამსახურებაა, ეს ძალოსნების პირადი მწვრთნელების დამსახურებაა
__++*
09:34 12-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული