მკითხველებმა საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს, რომელმაც ხმათა 33,5% მიიღო.
გამოკითხვაში მეორე-მესამე ადგილებზე საქართველოს ნაკრების მორაგბეები: ვასილ ლობჟანიძე და მამუკა გორგოძე გავიდნენ. ლობჟანიძემ, რომელმაც წელს წარმატებით ითამაშა როგორც ახალგაზრდულ, ისე
"ლელოს" მიერ შერჩეულ 15 ნომინანტს შორის მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2016 წელს. აგრეთვე, ნომინანტებში არიან პოპულარულ გუნდურ სახეობებში წარმატებული სპორტსმენები.
გამოკითხვაში ხმები ასე განაწილდა:
1. ლაშა ტალახაძე - 33.5%
2. ვასილ ლობჟანიძე - 25%
3. მამუკა გორგოძე - 13.7%
4. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 11.8%
5. ზაზა ფაჩულია - 5.4%
6. ვარლამ ლიპარტელიანი - 2.2%
7. თორნიკე ოქრიაშვილი - 1.5 %
8. შმაგი ბოლქვაძე - 1.5%
9. ჯანო ანანიძე - 1.4%
10. ზაზა ნადირაძე - 1.3%
11. გენო პეტრიაშვილი - 0.9%
12. ლაშა შავდათუაშვილი - 0.8%
13. თორნიკე შენგელია - 0.6%
14. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 0.3%
15. ირაკლი თურმანიძე - 0.2%.
შეგახსენებთ "ლელოს" წლის სპორტსმენებს:
2015 - ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), "ლელოს" ვერსიით
მამუკა გორგოძე (რაგბი), მკითხველის ვერსიით
2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), "ლელოს" ვერსიით
გოგიტა არქანია (კარატე) - მკითხველის ვერსიით
2013 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით
2012 - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით
2011 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით.