ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა შორის ნინა თიბილაშვილმა კიდევ ერთ სახეობაში - დაშნაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
12 მაისიდან ორთაბრძოლები უკვე უფროსი ასაკის პარამოფარიკავეთა შორის გაიმართება, სადაც მედლებისთვის ბრძოლაში ნინა თიბილაშვილთან ერთად ირმა ხეცურიანიც იასპარეზებს.
მომზადებულია