![](https://sportall.ge/pictures/image5/462802c2e6f19e8dddf097f63c6b5394.jpg)
უფროსების კვალდაკვალ ყოჩაღობენ ახალგაზრდებიც. 28 ივნისს ტორინოში (იტალია) მოხმალავეთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც მასპინძლებმა "მსოფლიოს ჩემპიონი" უწოდეს, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოსინჯეს ძალები.
თავი გამოიჩინა ანა აფრასიძემ: ჯგუფში მან 6 ორთაბრძოლა მოიგო და ერთი წააგო, პლეი ოფში ბრაზილიელ და იტალიელ მეტოქეებს სძლია, ნახევარფინალი კი მასპინძელთან 14:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ბიჭებში მეხუთე ადგილზე გავიდა ნიკა შენგელია: მის ანგარიშზეა შვიდი მოგება ორი მარცხის წილ. ოთარ გიორგაძე მე-16 ადგილით დაკმაყოფილდა.
ყოველდღიური სპორტული