სამი ოქრო და 2 ვერცხლი ისრაელიდან

AutoSharing Option
10-14 მარტს, ისრაელის ქალაქ ეილათში არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში IV საერთაშორისო თამაშები გაიმართა, სადაც წარმატებისთვის 22 სახეობაში 10 ქვეყნის ათასზე მეტი ათლეტი იბრძოდა. საქართველო წარმოდგენილი იყო მხოლოდ კარატეთი - საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის 5 სპორტსმენით.

ჩვენებმა მაღალი ოსტატობით არა მარტო მაყურებელი აღაფრთოვანეს, არამედ პრესაც, ტელევიზიები კი ძირითადად ჩვენი დელეგაციით იწყებდნენ საინფორმაციო გამოშვებებს. 3 ოქრო და 2 ვერცხლი - ასეთია ქართველთა მონაგარი. ნიკა მამაგულაშვილი (+ 63) 14-15 წლიანებში; გიორგი ჯიქია (-68) 16-17 წლიანებში და ჰენრი ვეკუა (-68კგ) + 18 წლიანებში ოქროს მედალოსნები
გახდნენ. ვერცხლი მოიპოვეს შოთა გორელაშვილმა (-68) 16-17 წლიანებში და დავით ტყებუჩავამ (-60კგ) + 18 წლიანებში.

ქართული დიასპორის მხარდაჭერამ და ქართული დელეგაციისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა ოფიციალური შეხვედრები ისრაელის სპორტის მინისტრთან, ქალბატონ ლიმორ ლივანთან, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარესთან, აგრეთვე ვენეციის სპორტის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და არაოლიმპიური სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტთან.

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია შეხვედრებზე წარდგენილი იყო საქართველოს სპორტის მინისტრის მრჩეველის რანგში. შეთანხმება შედგა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნების სპორტის მინისტრების შეხვედრის მომზადებისა და  სპორტის დაინტერესებული სახეობების ფედერაციების ერთმანეთში ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ვინგეტის ინსტიტუტმა მზადყოფნა გამოთქვა მოამზადოს საბრძოლო ხელოვნებათა ქართველი სპეციალისტები. და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია: 2012 წლის ანალოგიური, არაოლიმპიური სახეობების თამაშების ჩატარება საქართველოში დაიგეგმა.


ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრესმდივანი






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული