ჩვენებმა მაღალი ოსტატობით არა მარტო მაყურებელი აღაფრთოვანეს, არამედ პრესაც, ტელევიზიები კი ძირითადად ჩვენი დელეგაციით იწყებდნენ საინფორმაციო გამოშვებებს. 3 ოქრო და 2 ვერცხლი - ასეთია ქართველთა მონაგარი. ნიკა მამაგულაშვილი (+ 63) 14-15 წლიანებში; გიორგი ჯიქია (-68) 16-17 წლიანებში და ჰენრი ვეკუა (-68კგ) + 18 წლიანებში ოქროს მედალოსნები
ქართული დიასპორის მხარდაჭერამ და ქართული დელეგაციისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა ოფიციალური შეხვედრები ისრაელის სპორტის მინისტრთან, ქალბატონ ლიმორ ლივანთან, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარესთან, აგრეთვე ვენეციის სპორტის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და არაოლიმპიური სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტთან.
საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია შეხვედრებზე წარდგენილი იყო საქართველოს სპორტის მინისტრის მრჩეველის რანგში. შეთანხმება შედგა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნების სპორტის მინისტრების შეხვედრის მომზადებისა და სპორტის დაინტერესებული სახეობების ფედერაციების ერთმანეთში ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ვინგეტის ინსტიტუტმა მზადყოფნა გამოთქვა მოამზადოს საბრძოლო ხელოვნებათა ქართველი სპეციალისტები. და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია: 2012 წლის ანალოგიური, არაოლიმპიური სახეობების თამაშების ჩატარება საქართველოში დაიგეგმა.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრესმდივანი
.