მსოფლიო ჩემპიონი ანა ჯაკობია 12 წლისაა

AutoSharing Option
გულრიფშიდან დევნილი ოჯახის შვილი, 12 წლის ანა ჯაკობია, თანატოლთა შორის კუმიტეში მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლით დაბრუნდა სტამბულიდან.

ანა 6 წლიდან მეცადინეობს კარატეში მწვრთნელ კობა ჯაიანთან. ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე საქართველოს და კავკასიის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია.

წლეულს, იანვარში, თურქეთის ქალაქ არხავში ევრაზიის ჩემპიონიც გახდა. ანა კარატეში საქართველოს ნაკრების გუნდის წევრია და გამორჩეულად პერსპექტიულ სპორტსმენად თვლიან სპეციალისტები.

ნუგზარ ჟვანია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამარ და ჯამბულ გილოცავთ ანუკას წარმატებასსსსს, ანუკა ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროსსსს
Shorena
22:49 04-05-2012
0
გენაცვალე ჩვენო სიამაყევ,წარმატებები და მრავალგზის წარმატებები,გვეამაყები
paata
20:36 04-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული