დავით ლაფაჩიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი და ორგზის პრიზიორია

AutoSharing Option
ჩვენი ყმაწვილების ნიჭიერება ერთხელ კიდევ გამოვლინდა ამ დღეებში შერეულ საბძოლო ხელოვნებებში თურქეთში, ქ. ტრაბზონში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში. 11 ქვეყნის რჩეულ 800 სპორტსმენს შორის იყო საქართველოს გოჯუ-რიუ კარატე-დო ასოციაციის (პრეზიდენტი მერაბ ტურაშვილი) ნაკრების 4 სპორტსმენი, რომლებმაც მედლების აბსოლუტური უმრავლესობა დაიმსახურეს.

მათ ანგარიშზეა 2 - ოქროს, 4 - ვერცხლის, 1 - ბრინჯაოს მედალი და თასი. ამ ბრწყინვალე შედეგის შემოქმედნი არიან: რატი ჩახმახაშვილი, რომელიც მეორე იყო 16-17-წლიანებში SANDA (კუმიტე) და მასვე ერგო თასი; სემი ჯანაშვილი (12-13 წწ.) III ადგილი; W. K. F.
(კუმიტე); დავით ლაფაჩიშვილი (10-11 წწ.) I ადგილი; SHOBU; II ადგილი; KATA; III ადგილი; W. K. F . დანი ჯანაშვილი (8-9 წწ.) I ადგილი; SHOBU (კუმიტე); II ადგილი W. K. F. (კუმიტე).

განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით ლაფაჩიშვილის მიღწევა, რომელმაც მაღალი ოსტატობის საზღაურად სამივე სინჯის მედალი დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ყველა სპორტსმენს და განსაკუთრებულად - ამ პატარას: შემოგევლე, შვილო, ღმერთმა წარმატებები და ბედნიერება ნუ მოგაკლოს და, რაც მთავარია, თავში არ აგივარდეს!!!
giorgi
11:35 19-12-2012
0
გილოცავთ.
neli
12:51 19-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული