ტურნირში მონაწილეობდნენ ევრაზიის რეგიონის საუკეთესო გუნდები. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე ინდივიდუალურ წონით კატეგორიებში 1 ოქროს - ჰენრი ვეკუა (75 კგ), 1 ვერცხლის მედალი - ირაკლი ტყებუჩავა (67) მოიპოვა, შოთა გორელაშვილი (75) მეორე ადგილზე გავიდა, დავით ტყებუჩავა (60) - მესამეზე.
"მთავარი ჯილდო - "ევრაზიის თასი" გუნდურ კუმიტეში ჩვენმა ნაკრებმა დაისაკუთრა. საქართველოს გუნდმა ფინალში მასპინძელი ისრაელის ნაკრები დაამარცხა. ევრაზიის თასის გათამაშება ერთობ პოპულარული ტურნირია მსოფლიოს
ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა შეხვდა ისრაელის სპორტისა და კულტურის ხელმძღვანელებს, სადაც შედგა მოლაპარაკება და მალე ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც გაითვალისწინებს სპორტულ-კულტურული დელეგაციების გაცვლას და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას", - განაცხადა ისრაელიდან დაბრუნებულმა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"