საქართველოს ნაკრები 10-კაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, მერაბ ტურაშვილის და ლევან როგავას ხელმძღვანელობით.
ჩვენებმა მეტად უკომპრომისო ბრძოლაში მოიპოვეს დამსახურებული გამარჯვება და მსაჯთა შეცდომები რომ არა, შედეგი ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუმცა არც ერთი მონაწილე შინ უმედლოდ არ დაბრუნებულა.
გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს.
8-9 წ. +45 კგ. 1. გიორგი გელაშვილი (ირიკუმი-გო) და მე-3 ადგილი (ირიკუმი-ჯუ).
10-11 წ.
10-11 წ. -42 კგ. 1. დანი ჯანაშვილი და მე-3 ადგილი
(ირიკუმი-გო).
12-13 წ. -45 კგ. 1. თორნიკე ქიმაძე; -35 კგ. 1. ალექსანდრე ჯაფარიძე.
12-13 წ. -75 კგ. 2. სემი ჯანაშვილი (ირიკუმი-ჯუ), მე-2 ადგილი (ირიკუმი-გო).
12-13 წ. +45 კგ. 2. ბექა კვარაცხელია (ირიკუმი-გო).
16-17 წ. +75 კგ 2. ნიკოლოზ კიკნაველიძე (ირიკუმი-ჯუ).
+18 წლ. -84 კგ 2. ლადო წერეთელი (ირიკუმი-ჯუ); ბექა კუხიანიძე მე-3 ადგილი (ირიკუმი-გო).
ჯამში: ოთხი - 1, ხუთი- 2, ოთხი- 3 ადგილი.
განმარტება: ირიკუმი -ჯუ - სრული კონტაქტი სახეში ხელით შეტევის გარეშე; ირიკუმი-გო - სრული კონტაქტი, სახეში ხელით შეტევა დაშვებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ დავით ლაფაჩიშვილი არის საქართველოს 4-გზის, ევროპის და მსოფლიოს 2-2-გზის ჩემპიონი. დანი ჯანაშვილი მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორია, სემი ჯანაშვილი - მსოფლიო 3-გზის პრიზიორი. ყველაზე პატარა მონაწილე გიორგი გელაშვილი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მერაბ ტურაშვილი
გოჯუ-რიუ კარატე-დოს ასოციაციის პრეზიდენტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"