კარატეს მსოფლიო ლეგენდა ანტონიო ოლივე სება თბილისს სტუმრობდა

AutoSharing Option
27 აპრილიდან, ხუთი დღე, თბილისს კარატეს ლეგენდარული იტალიელი დიდოსტატი - ანტონიო ოლივა სება სტუმრობდა და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებს უძღვებოდა.

კარატეს ცოცხალი ენციკლოპედია მეცხრე დანის მფლობელია და იგი ჩვენს ქვეყანაში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ბასილიას სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა.

"გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში მისი კლასის დონის გამო ანტონიო ოლივა მხოლოდ უმაღლესი რანგის მიწვევებს იღებს. სენსეი ანტონიო ესპანელი წარმოშობის ოსტატია და ამავე დროს, კარატეს და სხვა საბრძოლო ხელოვნებათა პროფესორი.

დიდოსტატი თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნებაში - ძიუდო, ფარიკაობა, კიკბოქსინგი, ტაეკვონდო და, რა თქმა უნდა,
კარატე და ა.შ. - სემინარებს ატარებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მისი სწავლების ძირითადი მიმართულებაა ტაქტიკა-სტრატეგია, ბრძოლის ანალიზი და ფსიქოლოგია, ასევე, სრული ფიზიკური მომზადება.

ჩვენი ფედერაცია საქმიანად გამოეხმაურა საქართველოს სპორტის სამინისტროს და სპეციალური ლიცენზირების პროგრამები დაიწყო.

მომდევნო გაზაფხულზე კვლავ იგეგმება მაესტროს თბილისში ჩამოყვანა, რაც დადებითად აისახება ჩვენი სპორტსმენებისა და მწვრთნელების მომზადების ხარისხზე. მაესტრო წლევანდელი სწავლების პროგრამას, რომელიც მან ყველა კატეგორიის მწვრთნელებს და ინსტრუქტორებს დაუტოვა, გაისად ჩაიბარებს გამოცდების რეჟიმში.

მადლობა საქართველოს სპორტის სამინისტროს კარატეს მსოფლიოს უმაღლესი რანგის ოსტატის ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის", - განაცხადა სემინარების დასრულების შემდეგ კახა ბასილიამ.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული